უკრაინელი სამხედროების დახმარებისთვის აშშ 60 მილიონ დოლარს გამოყოფს
უკრაინაში პროდუქტები, მედიკამენტები, ჯავშანჟილეტები, რადიოსადგურები, ავტომობილები, და სხვა მოწყობილობები აშშ-დან გადაიგზავნება. ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს და ეროვნულ გვარდიას დახმარებას 60 მილიონ დოლარზე გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ს უკრაინაში ელჩის, ჯეფრი პაიეტის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც ელჩმა ტვიტერის საშუალებით განაცხადა, აშშ დახმარებას ასევე თავდაცვის უწყებების მოდერნიზებაში, კიბერდაცვაში და ლოგისტიკაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გაუწევს.