ილია დარჩიაშვილი ქნესეთის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ქნესეთის სპიკერს, ამირ ოჰანას შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნესკონტაქტების გაღრმავებაზე.

ამის შემდეგ ოჰანა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. დღესვე, ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები