მოსკოვი ევროკავშირის ახალ სანქციებზე რეაგირებას მოახდენს

  რუსეთი ევროკავშირის ახალ სანქციებზე რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „იმ შემთხვევაში, თუ სანქციები მიღებული იქნება, ჩვენი მხრიდან, ეჭვგარეშე, რეაგირება იქნება“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
„ბი ბი სი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი ახალი სანქციების მომზადებას მინსკში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე ევროპის პასუხად აფასებს.
„ევროკავშირმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ხელმძღვანელობა კიევში „ომის პარტიას“, რომელსაც მინსკის შეხვედრის შედეგები არ აწყობს, ფაქტიურად პირდაპირი მხარდაჭერის სიგნალს უგზავნის, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები