გივი მიქანაძე – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ადამიანი, რომელიც წავა კანონმდებლობის წინააღმდეგ, ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება

რ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ადამიანი, რომელიც წავა კანონმდებლობის წინააღმდეგ, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

“ქართული ოცნებაში” განმარტავენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურადაც გამართლებულია. უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონის დარღვევასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის კავშირი არ არსებობს.

“არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ადამიანი, რომელიც წავა კანონმდებლობის წინააღმდეგ, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული მმართველი გუნდის მიერ გადაწყვეტილება რომ 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება ყველა შემთხვევაში, და, შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში,” – აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები