“სამინისტრო ახალ მიდგომებს საჭიროებს” – ზელენსკიმ თანამდებობიდან რეზნიკოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

ზელენსკის თქმით, რეზნიკოვს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი შეცვლის მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას უმაღლესი რადა დაამტკიცებს.

„ოლექსეი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე – მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ კაცს და ბატონ უმეროვს მეტი წარდგენა არ სჭირდება. ველოდები, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. შემოდგომა გაძლიერების დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები