ლუკაშენკო: აშშ-ს დაკვეთით უკრაინის დესტაბილიზაციამ რუსეთს და ბელორუსიას საფრთხე შეუქმნა
არასტაბილურობა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ ქვეყანას, არამედ მეზობელ ქვეყნებს – რუსეთს და ბელორუსიას და ეს სიტუაცია ვაშინგტონს აწყობს. – ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში დესტაბილიზაციის და გააქტიურებული „ქარიშხლის შედეგად რუსეთი და ბელორუსიაც არიან ჩათრეულნი“. „ძია სემი, რომელიც ოკეანის გაღმა იმყოფება ამ ბრძოლისკენ გვიბიძგებს და ვთქვათ გულწრფელად, უკრაინაში ბევრი პოლიტიკოსია, რომლების ამ შეკვეთას ასრულებენ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.