თურქეთი ნატოს დატოვებას აპირებს

  ნატო თურქეთის გარეშე ან თურქეთი ნატოს გარეშე. ასე თუ ისე, შედეგი: თურქეთის ნატოდან გასვლა, განსაკუთრებით ახალი ცივი ომის ატმოსფეროში, დასავლური ქვეყნებისთვის ყველაზე საშინელ კოშმარად გადაიქცევა. ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული ინტერნეტგამოცემის სტატიაშია გამოქვეყნებული.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თურქეთს უკვე დიდი ხანია კითხვა აწუხებს, თუ რას აძლევს მას კავშირები ნატოსთან და ძირითადი დასკვნა იმაშია, რომ ალიანსი – თურქეთის სწრაფვაში იმოქმედოს, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი მოთამაშე – მთავარი დაბრკოლებაა, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც თურქეთის საკითხებზე უძლიერესი ამერიკელი ექსპერტის, ფილიპ გორდონის ნაშრომზე „თურქეთს მოუგოთ“-ზე დაყრდნობითაა მომზადებული.
ნაშრომში გორდონი ასევე თურქეთის ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე საუბრობს. გორდონი სცენარს განიხილავს, რომელშიც თურქეთმა დასავლეთს „ხელი დაუქნია“ და ყველა ხიდი გადაწვა. „ხიდებში“ ნატო და ევროკავშირი იგულისხმება.
სტატიის ავტორი ასევე გვახსენებს რუსეთში ვიზიტის დროს ახლა თურქეთის პრეზიდენტის, მაშინ კი პრემიერ-მინისტრის ერდოღანის სიტყვებს პუტინის მისამართით: „გაგვაწევრიანეთ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“. როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს განცხადება ძლიერი სიგნალია, რომელიც ევროკავშირის გავლით ნატოს გაეგზავნა და ის ალიანსთან სამომავლო ურთიერთობებს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები