სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში „დაბრმავებული რუსეთი სისხლში დასვრილი ხელებით“ გამოჩნდა (ვიდეო)
დღეს ინტერნეტში უჩვეულო წარმოდგენის და პოლიტიკური შეფასების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტომ „ობოზრევატელმა“ მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთმა აქტივისტმა გოგონამ სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში თვალებახვეული და სისხლში დასვრილი ხელებით გაიარა. ის რუსეთს ანასახიერებდა და ამით კრემლის ქმედებებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
გოგონა თვალებახვეული იყო, მისი ტანსაცმელი რუსეთის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი, სისხლიან ხელებზე კი გეორგიევსკის ლენტები ჰქონდა შემოხვეული. აქტივისტი გოგონა ყვიროდა, შემდეგ კი ასფალტზე დაეცა.
გამვლელებისგან გოგონასთან ახლოს მისვლა მხოლოდ ერთ-ერთმა ბომჟმა გაბედა. ის გოგონას მოსულიერებას ცდილობდა. ბოლოს გოგონას პოლიციელი დაეხმარა. იგი გოგონას ადგომაში დაეხმარა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=odzrSf1XmtY” width=”560″ height=”315″]