“დაახლოებით, 160 გამანადგურებელი გვჭირდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერთან ბრძოლაში კიევს, დაახლოებით, 160 თვითმფრინავი F-16 სჭირდება.

ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. სულ, დაახლოებით, 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა,  ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა.

ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ – სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.

მისი მოლოდინით, F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები