31 აგვისტო ნანი ჩიქვინიძის დაბადების დღეა
31 აგვისტო საქართველოს დამსახურებული არტისტის, ნანი ჩიქვინიძის დაბადების დღეა. მას დღეს 74 წელი შეუსრულდა.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.
1971 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: „პროვინციული ამბავი” (ზიზი), „ჯაყოს ხიზნები” (მარგო), „სეილების პროცესი” (ელიზაბეტი), „მეფე ლირი” (რიგანი) და სხვ. კინოფილმებში: „მაგდანას ლურჯა” (კატო), „სხვისი შვილები” (ლია), „ნუ გეშინია, დედა” დედა), „თამუნია” (თამუნია) და სხვ. სატელევიზიო სპექტაკლებში: „კუკარაჩა” (დედა), „მარადისობის კანონი”(დედა), „ჩვენებურები” (ზენარი) და სხვ.
2023 წლის მაისში მარჯანიშვილის თეატრში ნანი ჩიქვინიძის ვარსკვლავი გაიხსნა.