ხვალ საქართველო Imagine Dragons-ს უმასპინძლებს

ხვალ, პრემიერის ინიციირებული კამპანიის „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენას“ ორგანიზებით, საქართველო კიდევ ერთ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავურ ბენდს, Imagine Dragons-ს უმასპინძლებს.

კონცერტზე დასასწრებად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის კარი მსმენელისთვის 17:00 საათზე გაიღება. ამერიკელი მუსიკოსების სცენაზე გამოჩენამდე სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართება.

19:30-დან კი კონცერტს ქართული ჯგუფი Killages გამართავს, რის შემდეგაც სცენას Imagine Dragons დაიკავებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები