“მსოფლიო როგორც არასდროს არის ახლოს ბირთვულ კატასტროფასთან” – გაეროს გენასამბლეის თავმჯდომარე

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სესიის თავმჯდომარე, ჩაბა კოროშიმ განაცხადა, რომ მსოფლიო, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ყველაზე ახლოს არის ბირთვულ კატასტროფასთან.

„გაძლიერებულმა უნდობლობამ, გეოპოლიტიკურმა კონკურენციამ და შეიარაღებული კონფლიქტების მზარდმა რაოდენობამ, ჩვენს სამყაროში საფრთხეები მხოლოდ გაზარდა“, – თქვა კოროშიმ.

მისი თქმით, 2022 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ 2,2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

“ჩვენ ვხედავთ ბევრ ნიშანს, რომ ბირთვული არსენალი და შესაძლებლობები იზრდება, რაც ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას. ამ საუკუნეში ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე, გლობალურ კატასტროფასთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მან განაცხადა, რომ “უკრაინის წინააღმდეგ” კონფლიქტში “რეგულარულია ბირთვული დარტყმის გამოყენების მუქარა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები