ცეცხლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება დონბასში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს

  მინსკის მოლაპარაკებების შედეგად ხელმოწერილი პროტოკოლი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონბასში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ უკრაინის სამხრეთით სიტუაციის დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულის ირინა გერაშენკოს განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერაშენკოს თქმით, გარდა ცეცხლის შეწყვეტისა, პროტოკოლის თანახმად, 7 დღის ვადაში ასევე სამხედრო ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ. კიდევ ერთი პუნქტი კი – ეუთოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგია.
„პროტოკოლის შესრულებისას პასუხისმგებელია ორი მხარე: უკრაინა და რუსეთი“, – აღნიშნა გერაშენკომ.

10682049_829449157095324_1965522916_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები