ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინციან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ეპიცენტრი კაშგარის რაიონის ბაჩუს რაიონშია დაფიქსირებული.
შესაძლო ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.