“თალიბანმა” სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
არსებული ცნობით, მას შემდეგ, რაც “თალიბანმა” ქალებს უნივერსიტეტებში სიარული აუკრძალა, ავღანელმა სტუდენტებმა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, რათა საზღვარგარეთ წასულიყვნენ და იქ მიეღოთ განათლება.
BBC-ის ცნობით, უცხოური უნივერსიტეტებისგან დაფინანსება 100-მა ავღანელმა ქალმა მიიღო, თუმცა, “თალიბანის” ახალი გადაწყვეტილებით, ქალებს სტუდენტური ვიზით საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ.