საპატრიარქო შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ.
“ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები”,- წერია ინფორმაციაში.