ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი” სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გახსნის
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გახსნის.
„ძალიან მალე, გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად; მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი სწორედ ამ სოფელში დასახლდნენ და ფანტასტიკური სივრცე „ჩამო“ მოაწყვეს, რომლის მეგობარიც დღეიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა. ურემ-ბიბლიოთეკის გარდა, აქ პერიოდულ ლექციათა სერიებსაც გავმართავთ”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
მოძრაობის მხარდამჭერები არიან: „ფონდი არველაძე“ და „გალფი“.