პეტრე პოროშენკო: უკრაინული ძალები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამ ტერიტორიებს დავტოვებთ, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიებია“. უკრაინული ტერიტორიების და სამხედროების პოზიციების შესახებ უკრაიინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ტელეკომპანია „ბი ბი სი“-ს ეთერში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინული ძალები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან.
გარდა ამისა პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ხელშეუხებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე საუბარი არ არის.
უცხოური ტელეკომპანიის ეთერში პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის დროს ტერორისტები დონბასში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. „ახლა მათი კონტროლის ქვეშ 2/3-ით ნაკლები ტერიტორიებია, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაა“.