ტიმჩუკი: „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“-ში გადატრიალების მცდელობა იყო
დღეს უკრაინულ მედიაში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ გადატრიალების მცდელობის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია. როგორც საკუთარ ფეისბუკის გვერდზე სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი წერს, როგორც კი მინსკში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობა მოხდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერების ერთ-ერთმა ახლო პირმა ვლადიმერ აკინფეევმა დონეცკში ხელისუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მან რამდენიმე „მინისტრი“ თანამდებობიდან მოხსნა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ აქტივისტების დაკავების ორდერები გამოწერა.