რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ორშაბათს გააჟღერებენ
კრემლის უკრაინის ომში ჩართულობისთვის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირი იმ პირების სიას გააფართოებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და რომელთა აქტივები გაყინვას ექვემდებარება. ასევე შეზღუდვა გაძლიერდება რუსული კომპანიების ფინანსირებაზე და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე.
ევროკავშირის დიპლომატების თქმით, სანქციების მოქმედება შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვეული არ იქნება და მოსკოვი გაიყვანს საკუთარ ძალებს უკრაინის ტერიტორიიდან.