წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.

სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის  7604   მამაკაცია და 2566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29 -დან 39 წლამდეა. შიდსი  4985 პაციენტს განუვითარდა. 2156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას  6284  (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
32.6 %   (3313) – ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია;  51.4 %  (5228) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  13.3 %  (1352) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.2 %   (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;  0.4 %   (41) – სისხლის რეციპიენტია; 1.1 %   (115) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1301); შემდეგ იმერეთში (1227); აჭარაში (1211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში
2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022  წელს – 139  2021წ -144,   2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017  წ. – 127, 2016 წ. – 168,  2015 წ. – 94, 2014  წ. – 84 პირი.
2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და  22 ქალი .
სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა.  32  გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები