სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, მებრძოლებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს
სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად მებრძოლებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობა“-ს ლიდერი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.
„დონბასის ტერიტორიაზე საგუშაგოების და უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე სროლა და თავდასხმა გრძელდება“, – განაცხადა ტიმჩუკმა. მისივე თქმით, პოროშენკოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანების შემდეგ მოწინააღმდეგემ დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე იერიშის რამდენიმე მცდელობა განახორციელა. ტიმჩუკის განცხადებითვე, მოწინააღმდეგემ სხვა იარაღის გარდა ყუმბარმტყორცნებიც გამოიყენა.
რაც შეეხებათ უკრაინულ სამხედროებს, ისინი სრულად ასრულებენ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს და ცეცხლს ხსნიან მხოლოდ საკუთარ პოზიციებზე თავდასხმის საპასუხოდ.