22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20.3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა
2023 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 20.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 22.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასმა 1.10 $/კგ შეადგინა.