თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის განვითარების კონკურსს აცხადებს
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი აცხადებს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის განვითარების კონკურსს!
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 22-დან 30 წლის ჩათვლით. განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ფორუმის სამუშაო ენა – ქართული.
განცხადების მიღების ბოლო თარიღია 15 სექტემბერი, 2023 წელი.
კონკურსში გასული პროექტების სია გამოქვეყნდება 30 სექტემბერს.
მოთხოვნილი საკონკურსო მასალა:
- პროექტის სათაური;
- სცენარის ავტორი;
- რეჟისორი;
- პროდიუსერი / კონტაქტი;
- პროექტის სტატუსი;
- მომავალი ფილმის ხანგრძლივობა;
- ლოგლაინი (მაქს. 350 სიმბოლო);
- სინოფსისი (1000 სიმბოლო);
- რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
- პროექტის აღწერა (რაც მოიცავს ამბის სტრუქტურას, პერსონაჟების აღწერას,სარეჟისორო ხედვას (მაქს.1500 სიტყვა));
- რა ეტაპზეა პროექტი და თაიმლაინი;
- ვიზუალური მასალა;
- ვიზუალური პრეზენტაცია – მუდბორდი, სთილები (არსებობის შემთხვევაში);
- რეჟისორის წინა ნამუშევარი (ვიმეოს ან იუთუბის ბმული /პაროლი);
- განმცხადებლის რეზიუმე.
საკონკურსო მასალა უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tisff.pitchingforum@tafu.edu.ge
„ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (საპრიზო ფონდი: I ადგილი – 5000 ლარი, II ადგილი – 3000 ლარი, III ადგილი – 2000 ლარი).ფულადი ჯილდოს გარდა, უნივერსიტეტი გამარჯვებულ პროექტებს ნაწილობრივ უზრუნველყოფს გადაღებებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტთა ავტორები ვალდებულები იქნებიან მომავალი ფილმის პროექტისთვის, 2024 წლის1 ნოემბრამდე შექმნან:
- თიზერი;
- გამართული დოსიე ქართულად და ინგლისურად;
- პროექტის განვითარების ბიუჯეტი;
- პროექტის განვითარების და დაფინანსების მოპოვების სამოქმედო გეგმა;
- ფიჩინგ-ტრეილერი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“; ფიჩინგისთვის: ტუტორი – ქეთი მაჭავარიანი; ჟიური: ვანო არსენიშვილი, ინეკე სმითსი, მარიამ ჭაჭია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.