უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტერიტორიების დათმობის ხარჯზე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გამორიცხა.
ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის მომავლის შესახებ ონლაინ ლექციის დროს განაცხადა, – იუწყება El Diario.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მხარდაჭერას.
მისი აზრით, ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიომ ისწავლა წარსულის შეცდომებზე“.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა “არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთთან შეთანხმების მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას” – მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ თავისი ტერიტორიის ნაწილი საბჭოთა კავშირს დაუთმო.
კულებამ დასძინა, რომ, მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, უკრაინას „აქვს შანსი მიიღოს განსხვავებული სამშვიდობო პირობები”, ვიდრე ეს იყო საბჭოთა-ფინეთის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ან 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ.