თურქეთში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე დაშავდა

თურქეთის პროვინცია იოზგათში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ შემთხვევა ​სორგუნის რაიონში მოხდა.

დაშავებულები სორგუნის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა იოზგათის გუბერნატორმა, მეჰმედ ალი ოზქანმა განაცხადა, რომ ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიებაა საჭირო.

იუსტიციის მინისტრის, ილმაზ ტუნჩის თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები