,,შაშვი, შაშვი, მაყვალი“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მას გადაეცა საუკეთესო მხატვრული ფილმის ჯილდო. ამავე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის პრიზი გადაეცა ეკა ჩავლეიშვილს.
წელს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო სამი ქართული ფილმი:

1. „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, რეჟ. ელენე ნავერიანი (მხატვრული ფილმების კონკურსი);
2. „ავტოპორტრეტი ზღვარზე“, რეჟ. ანა ძიაპშიპა (დოკუმენტური ფილმების კონკურსი);
3. „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე (დოკუმენტური ფილმების კონკურსი).

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 1995 წლიდან იმართება, ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა. წელს ფესტივალი 11-18 აგვისტოს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები