ლევილში ქართული ფესტივალის დასკვნითი საღამოები გაიმართება
19 და 20 აგვისტოს ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს უმასპინძლებს. კულტურის სამინისტროს ინფირმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“, ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“ და ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. მაყურებელი ასევე ნახავს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დადგმულ სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილი იყო“, მოისმენს ფოლკლორული ანსამბლის, „იალონის“, კონცერტს.
ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.
მეოთხე საფესტივალო კვირის პროგრამა ასეთია:
19 აგვისტო
• 16:00 საათი – ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“;
• 17:00 საათი – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, „ყველაფერი ნამდვილი იყო“ (რეჟისორი ივანე ხუციშვილი);
• 18:00 საათი – ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“;
• 19:30 საათი – ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
20 აგვისტო
• 16:00 საათი – ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“;
• 18:00 საათი – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, „ყველაფერი ნამდვილი იყო“ (რეჟისორი ივანე ხუციშვილი);
• 19:00 საათი, ფესტივალის დახურვა – სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”.