რამზან კადიროვმა ყირიმის სეპარატისტული რეგიონის მეთაურს დათვის ბელი აჩუქა

    ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურ სერგეი აქსენიოვს დათვის ბელი აჩუქა. ამის შესახებ „ИТАР-ТАСС”-თან ინტერვიუში თვითონ აქსენიოვმა განაცხადა. საჩუქარი 12 აგვისტოს ყირიმში „ჩეჩნეთის რესპუბლიკის დღეების“ მიმდინარეობის დროს გაკეთდა. ამჟამად დათუნია ცირკში განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„მასზე პატრონობა მინისტრთა საბჭომ ითავა, რომლებიც სხვა ღონისძიებებთან ერთად დათუნიას მოსანახულებლად ბავშვების ექსკურსიებსაც უწევენ ორგანიზებას“, – განაცხადა აქსენიოვმა.
დათვის ბელს სახელი ჯერჯერობით არ მიუღია.
„მინისტრთა საბჭოს თანამშრომლები სხვადასხვა მეტსახელებს მოიგონებენ, რომ საერთო ძალისხმევით შემდეგი კვირის ბოლოს რაიმე სახელი შევარჩიოთ. ამას შემდგომ აუცილებლად გაგიმხელთ”, – პირობა მისცა სააგენტოს აქსენიოვმა.

10615732_10152386639334779_1480764208_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები