19 აგვისტო დავით წერედიანის დაბადების დღეა
19 აგვისტო მთარგმნელის, პოეტისა და ფილოლოგის, დავით წერედიანის დაბადების დღეა. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.
1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში;
1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; 2005 წელს გამოიცა დ. წერედიანის “ანარეკლი” – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი – უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი; 2010 წელს გამოიცა პოეტური კრებული „ორიონი”; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის „დიდი” და „მცირე ანდერძის” თარგმანები; თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის (გერმანულ-ქართული) პრემიით დააჯილდოვა.
იყო მრავალი პრემიის, მათ შორის, შოთა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას პრემიების ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ).