საგარეჯოში ბესო ჩუბინიძის საავტორო წიგნის – „ღიმილის ბიჭების“ წარდგენა გაიმართა

საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის საავტორო წიგნის – „ღიმილის ბიჭების’’ წარდგენა გაიმართა.
ღონისძიება ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავს.
„წლის საუკეთესო პატრიოტული რომანის’’ ნომინაციაში გამარჯვებული „ღიმილის ბიჭები“  მხატვრულ-დოკუმენტური რომანია, რომელშიც ავტორმა, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარი მოქმედებების ეპიზოდები და მისი თანამებრძოლების ისტორიები ასახა.
ნაჩვენები იქნა ომის დროს გადაღებული ექსკლუზიური კადრები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბერიკაცები“ (ხელმძღვანელი ნიკო გიგოშვილი).
წიგნის წარდგენას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ გულიკაშვილი და მერის მოადგილე – გიორგი ლალიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები