აფხაზი მხატვარი ნიკა ემუხვარი გარდაიცვალა

გარდაიცვალა აფხაზი მხატვარი ნიკა ემუხვარი.
ინფორმაციას აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის გამგეობა ავრცელებს.
„აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის გამგეობა იუწყება დიდებული აფხაზი მხატვრის და კარგი მეგობრის, ნიკა მერაბის ძე ემუხვარის გარდაცვალებას.
პანაშვიდი 19 აგვისტოს, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 10 საათიდან 20 საათამდე (ელიავას მიმდებარე ტერიტორია ერთი დღით, მერე გადაასვენებენ მოსკოვში). ნათელი და სანთელი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის სულს“! – ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკა ემუხვარს ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ჰქონდა: მოსკოვში, სიღნაღში, ორბელიანების სასახლეში. ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა  ტრაგიკულად დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები