აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის სპეციალური სტატუსი კიდევ 1,5 წლით გაახანგრძლივა.
აღნიშნული უფლება ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს, სულ მცირე, 2025 წლის აპრილამდე შეეძლებათ აშშ-ში ლტოლვილების სტატუსით ცხოვრება.
Reuters-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მიიღო.
დეპარტამენტის ვებგვერდის მიხედვით, მისი ამჟამინდელი მოქმედების ვადა, 19 ოქტომბერს იწურებოდა.
თებერვალში უცხოური მედია წერდა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან შეერთებულმა შტატებმა 271 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.