კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის ფართობი, თითქმის გაორმაგდა

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყვის ხანძრის ფართობი, თითქმის გაორმაგდა.

ამის შესახებ El Pais წერს.

რვა მუნიციპალიტეტში დაზარალებული ტერიტორიის ფართობი 1800-დან 3200 ჰექტარამდე გაიზარდა, ეს არის ძირითადად ტყიანი ბორცვები და ხეობები.

ხანძრის ლოკალიზებას 200-მდე მეხანძრე და ავიაციის 17 ერთეული ცდილობს.

ამ დროისთვის 4500 ადამიანია ევაკუირებული.

რეგიონის პრეზიდენტის თქმით, ეს, ალბათ, ყველაზე ძლიერი ხანძარია კანარის კუნძულებზე, ბოლო 40 წლის განმავლობაში.

მედია წერს, რომ ხანძარი ჯერჯერობით კუნძულზე არსებულ არცერთ ელექტროსადგურს არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები