Bloomberg: რუსეთს თანამედროვე იარაღის მარაგი ეწურება

უკრაინელი სამხედროების მიერ აღმოჩენილი რუსული რაკეტა, რომელიც მაისშია დამზადებული, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს თანამედროვე იარაღის მარაგი ეწურება და მას ომის ინტენსივობის შესანარჩუნებლად წარმოების დაჩქარება უწევს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

რაკეტის ამსახველი ფოტოები უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ​StateWatch-მა და Bloomberg News-მა შეისწავლეს. ანალიზი ემატება სხვა მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსები იძულებული არიან გამოიყენონ რაკეტები მათი დამზადებისთანავე.

აღნიშნულია, რომ რაკეტა, რომელიც ივნისში სუმის რეგიონის ჩრდილოეთით აღმოაჩინეს, “ტორნადო-S“-ის რეაქტიული სისტემიდან იყო გაშვებული.

„კორპუსის მარკერები აჩვენებს, რომ ჭურვი დამზადებულია, სულ რაღაც ერთი თვის წინ, 19 მაისს. StateWatch-ის თანახმად, როგორც წესი, დამზადებული რაკეტების პარტიები ტესტირების რამდენიმეთვიან ეტაპს გადიან, ვიდრე იწყება მათი გამოყენება ან შეიარაღებაში მიღება. კორპუსზე ასევე იყო მითითებული მისი ვარგისიანობის ძალიან დაბალი თარიღი – 12 სექტემბერი, რაც კიდევ ერთი შესაძლო ნიშანია იმის, რომ რუსი მწარმოებლები ვარგისიანობის ვადას ამცირებენ, ფრონტზე რაკეტების დაჩქარებულად გასაშვებად”,- ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები