“აშშ არ განიხილავს ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას ტერიტორიების დათმობების სანაცვლოდ” – ჯონ კირბი

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობების სანაცვლოდ, არ განიხილავს.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
“არაფერი მსგავსი. ეს ასე არ არის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გაწევრიანებისკენ გზაზე დახმარების მცდელობაზე. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ნატო იქნება უკრაინის მომავალი და ვილნიუსის სამიტზე ალიანსმა ამ იდეას მხარი დაუჭირა და მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვით, შესაძლებელია წევრობის გზის შემუშავება”, – განმარტა კირბიმ.
მან დასძინა, რომ ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის დახმარებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში და იმაზე, რომ მან უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები “რომლებიც მას კანონიერად ეკუთვნის”.
“და ისინი ამას აკეთებენ. ყოველდღე პროგრესირებენ. მათაც კი თქვეს, რომ ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც მათ სურთ, მაგრამ ისინი პროგრესირებენ. და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. თქვენ ნახეთ კიდევ ერთი განცხადება შეერთებული შტატების დახმარების შესახებ, ასე რომ, ეს არის ის რაზეც ვართ ფოკუსირებული“, – თქვა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები