თუ უკრაინა ნატოსთან დაახლოებას განაგრძობს, რუსეთი დონბასში სიტუაციის გართულებით იმუქრება

უკრაინის ნატოსთან დაახლოებამ შესაძლოა, დონბასში სიტუაციის დარეგულირებას შეუშალოს ხელი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, – წერს უკრაინული პრესა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის შესაბამისად, უკრაინის შესახებ განცხადებების ტონალობა და მნიშვნელობა, ასევე კიევისა და ნატოს წევრი ქვეყნების ერთობლივი სწავლებების ჩატარების გეგმები უკრაინაში საფრთხის წინაშე აყენებს მშვიდობიან პროცესს და უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილებას ხელს უწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები