ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ CNN-ი შტატის გუბერნატორ, ჯოშ გრინზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, ლაჰაინას ისტორიული თემის დიდი ნაწილი “განადგურდა”, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ათასობით საცხოვრებელი და კომერციული შენობა.
13 აგვისტოს მდგომარეობით ლაჰაინაში განადგურებული, თითქმის 2700 შენობების სავარაუდო ღირებულება 5,6 მილიარდი დოლარია.