პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა
პეტრე პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მისცა.
„მთელ მსოფლიოს მშვიდობა სურს, მშვიდობა მთელ უკრაინას სურს, დონბასის მილიონობით მცხოვრებლების ჩათვლით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სისხლისღვრა შევწყვიტოთ და დავასრულოთ ხალხის წამება.
პრეზიდენტ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდების და წინასწარი პროტოკოლის ხელმოწერის შესაბამისად 5 სექტემბრის 18:00 საათიდან მე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას გავცემ“, – განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტმა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოსთან ერთად ეფექტური საერთაშორისო კონტროლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველყოფა დაავალა.