ზელენსკიმ სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონში მოინახულა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ჩავიდა და იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც მელიტოპოლის მიმართულებას იცავენ.
ზელენსკიმ მოისმინა მეთაურების მოხსენებები საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ და ასევე სამხედროებთან მათი ქვედანაყოფების ყველაზე პრობლემური საკითხები განიხილა.
“სამხედროებმა ხაზი გაუსვეს რადიოელექტრონული ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობას მტრის თვითმფრინავებთან და დრონებთან დასაპირისპირებლად. ასევე აღნიშნეს დრონების საჭიროება, რადგან ისინი სწრაფად მოქმედებს შეტევითი ოპერაციების დროს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ზელენსკიმ 14 აგვისტოს, სამხედროები დონეცკის რეგიონში მოინახულა.