ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, იერიში ს-300 ტიპის რაკეტებით იქნა მიტანილი.
მათივე განცხადებით, ერთ-ერთი ჭურვი ხილის საწყობს მოხვდა, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ასევე, მომხდარის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა.

