მინსკში ცეცხლის შეწყვეტის პროტოკოლს ხელი მოეწერა (ვიდეო)

პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინასწარი პროტოკოლის ხელმოწერის შესახებ განაცხადა. „ბი- ბი- სის“ ცნობით, დოკუმენტი ძალაში დღეს უნდა შევიდეს. დოკუმენტს ხელი სამმხრივი ჯგუფის შეხვედრაზე მოაწერეს. შეხვედრაზე უკრაინას – ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთს – კიევში რუსეთის ფედერაციის ელჩი მიხეილ ზურაბოვი და ეუთოს – მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებში ჰაიდი ტალიავინი წარმოადგენდნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PoEif4MKCSE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები