თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ

თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს და დახმარებას ითხოვს.

როგორც ანი ღონღაძე წერს, მოზარდი აუტისტია და ის საბურთალოს რაიონში, ლვოვის ქუჩიდან გაიპარა.

“სასწრაფოდ გთხოოოვთ…. სახლიდან გაიპარა ლიზიკო, გეხვეწებით გააზიარეთ, ვეძებთ.

11 წლის არის, აუტისტია. აცვია ლურჯი მაისური და შორტები. საბურთალო, ლვოვის ქუჩიდან გაიპარა.

551308090”,- წერს ანი ღონღაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები