“შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ მანანა ჯაჭვაძეს მივაკვლიეთ, მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ” – გიორგი ხორბალაძე

“შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10-დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ)”,- ამის შესახებ ოჯახის ახლობელი გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს….”,- წერს ხორბალაძე.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 24 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები