აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი უკვე მოსკოვშია

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი უკვე მოსკოვშია და საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო მოსკვი“ ავრცელებს. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, შემდეგი კვირისთვის ტეფტს შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აქვს დაგეგმილი.
ჯონ ტეფტი 64 წლისაა, ის გამოცდილი დიპლომატია, წარსულში – ელჩი უკრაინაში, საქართველოში და ლიტვაში. ტეფტი ასევე რუსეთში ელჩის – ტომას პიკერინგის მოადგილედ მუშაობდა. 1996 წლის ნოემბრიდან 1997 წლის სექტემბრამდე ჯონ ტეფტი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოს რუსეთში, – იგი ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყო.
ტეფტმა განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნება ძალიან უხარია და ელოდება სამუშაოს დაწყებას და რუსებთან ერთიერთობას. ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ეცდება აუხსნას მათ პრინციპები, რომლებითაც აშშ ხელმძღვანელობს და ეცდება დემოკრატიული ღირებულებების, ყოველი ადამიანის ღირსების, ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ ტეფტი აშშ-ს რუსეთში ელჩის პოსტზე ბარაკ ობამამ 10 ივლისს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები