Kudos Georgia – ახალი სიტყვა ფინანსურ მომსახურებაში
ბუღალტრული მომსახურების მისაღებად შიდა კადრის დაქირავება სჯობს თუ სერვისის აუთსორსზე გატანა? – ამ რთული კითხვის წინაშე დღესდღეობით მრავალი კომპანია დგას.
ცნობილია, რომ ბუღალტრული მომსახურებისა და სხვა ფინანსური სერვისების სპეციალიზებული სააგენტოსთვის გადაბარება ბიზნესს 20-25%-მდე უმცირებს დანახარჯს.
ამასთან ერთად, შესრულებული სამუშაოს ხარისხიც მნიშვნელოვნად იმატებს. ამერიკული მულტინაციონალური კომპანიის, Cognizant-ის ინფორმაციით, საბუღალტრო მომსახურების აუთსორსინგმა შესაძლოა, შეცდომებისა და სხვა ტიპის რისკების 50-75%-ით შემცირებასაც შეუწყოს ხელი.
ბუღალტრული მომსახურება Kudos-ში
ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგის მნიშვნელოვანმა საჭიროებამ კი 2018 წელს “ქუდოს ჯორჯიას” გამოჩენა განაპირობა ქართულ ბაზარზე.
“ქუდოსი” ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის – Kudos International Network-ის სრულუფლებიანი წევრია.
კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მულტიპროფილური გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული ბუღალტრებით, აუდიტორებითა და ექსპერტებით.
“ქუდოს ჯორჯიას” ბუღალტრულ მომსახურების უპირატესობები მრავალფეროვანია.
კომპანიის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესრულებული სამუშაოს სიზუსტის გარანტი, რადგან ბუღალტერთა გუნდის ნამუშევარი ხარისხის კონტროლს გადის აუთსორსინგის მმართველ პარტნიორებთან.
დამკვეთებისთვის სრულიად უფასოა ბუღალტრული აუთსორსინგის მომსახურების მიწოდებისთვის დანერგილი პროგრამები.
მომსახურების ფარგლებში ხდება მოსალოდნელი რისკების პროგნოზირება და პრევენცია, რაც პოტენციური საგადასახადო რისკების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ მინიმიზაციას გულისხმობს.
ქართული კომპანიების ხშირი და გადაუჭრელი პრობლემაა ბუღალტრული აღრიცხვის უგულებელყოფა, ბიზნეს ოპერაციების ბუღალტრულ ბაზაში ასახვის დაგვიანება. სწორედ ამიტომ, ბუღალტრული მომსახურება Kudos-ში მოიცავს ნებისმიერი მოცულობის ჩანაწერების აღდგენის სერვისსაც, რაც ეხმარება დამკვეთს დაეწიოს მიმდინარე პერიოდის აღრიცხვას მაქსიმალური სიზუსტით.
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების პარალელურად „ქუდოს ჯორჯია“ დამკვეთებს ხშირად აწვდის კადრების გადამზადების მომსახურებას.
კომპანია ასევე ახორციელებს საბუღალტრო განყოფილების სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გამართვის მოკლევადიან პროექტებს დამკვეთ კომპანიებში.
ბუღალტრული მომსახურება Kudos-ში დამკვეთს არამხოლოდ ხარისხიან და ბიუჯეტურ ბუღალტრულ მომსახურებას სთავაზობს, არამედ გაფართოების საშუალებასაც აძლევს,
კომპანია საკუთარ დამკვეთებს ერთმანეთთან აკავშირებს B2B ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით.
“ქუდოსი” დამკვეთის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ისეთ პერიოდულ ფინანსურ ანგარიშებს, როგორიცაა მომგებიანობის დინამიკა, მარაგის ბრუნვის დინამიკა, ოპერაციის ეფექტურობის ანალიტიკა, მთლიანი აქტივების ბრუნვის პერიოდული მაჩვენებელი და უკუგება მთლიანი აქტივებიდან.
“Kudos Georgia”-ს სერვისების სრული კატალოგი
ბუღალტრული აღიცხვა – ქუდოსის მომსახურება ბუღალტრული აღრიცხვის პარალელურად მოიცავს უფასო კონსულტაციებს ბიზნესოპერაციების ეფექტურობის შესახებ.
ფინანსური აუდიტი – „ქუდოს ჯორჯია“ ამოწმებს I და II კატეგორიის კომპანიების მიერ მომზადებულ სავალდებულო წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს და საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს სთავაზობს გარკვეული ცვლილებების განხორციელებას.
საშემფასებლო მომსახურება ქუდოსში – სერვისი მოიცავს როგორც კომპანიის ძირითადი აქტივების, უძრავი ქონების შეფასების მომსახურება, ისე ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულების შეფასებასაც.
ფინანსური მენეჯმენტი – მომსახურების ფარგლებში დამკვეთი კომპანიის ოფისში იგზავნება ფინანსისტთა გუნდი რომელიც საშუალოდ 6 თვის განმავლობაში მუშაობს ფინანსური დეპარტამენტის გამართვაზე.
ამ დროის შემდეგ კი, როგორც მინიმუმ, 1 კადრი დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას დამკვეთი კომპანიისთვის.
დიუ დილიჯენსი – რისკების მართვის ინსტრუმენტია. როგორც ინვესტორებს, ასევე მოსალოდნელი ტრანზაქციის „გამყიდველის მხარეს“ მყოფი კომპანიის მესვეურებს Kudos Georgia სთავაზობს სრული მასშტაბის ან სპეციფიკური დანიშნულების დიუ დილიჯენსის მომსახურებას, რაც ბიზნესის სრულყოფილ ან თემატურ გამოკვლევა-შესწავლას გულისხმობს. ამ პროცესში ჩვენ გვევალება, დავადგინოთ, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს კომპანიის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია და მონაცემები. „ქუდოს ჯორჯია“-ს მიერ განხორციელებული Due Diligence-ის ხარისხზე ხშირად ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დამოკიდებული.
საგადასახადო მომსახურება – კომპანია დამკვეთებისთვის ატარებს შემოსავლების სამსახურის შემოწმების მიდგომებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მიმოხილვას. ამასთან ერთად, Kudos Georgia მზად არის დაიცვას დამკვეთის ინტერესები საგადასახადო ორგანოს, დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოს წინაშე.
საინვესტიციო ბანკინგი ქუდოსში – კომპანია დამკვეთის ფინანსური წარმომადგენელი ხდება და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან.
სერვისი მოიცავს Mergers & Acquisitions სტრატეგიის ჩამოყალიბებასაც.
“ქუდოს ჯორჯიას” სერვისების ფართო სპექტრი აძლევს შესაძლებლობას დამკვეთებს მიიღონ ყოვლისმომცველი და სრულფასოვანი ფინანსური მომსახურება, რომელიც მათ სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
“ქუდოსი” მომსახურებას უწევს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებს და მიზნად ისახავს კომპანიებში უკეთესი საფინანსო გარემოს შექმნას.