ქეთევან დუმბაძე: იცით, რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა – „რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციო?“
იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! – ამის შესახებ მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა, ქეთევან დუმბაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცდილობს სოციალურ ქსელში ასეთი პირების სტატუსები არ წაიკითხოს.
„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? – სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!“, – განაცხადა დუმბაძემ.
ცნობისთვის, ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.
2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.