საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „თბილისის საერთაშორისო თასის“ ჩემპიონია (ფოტოგალერეა)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგური ოთხთა ტურნირის, „თბილისის საერთაშორისო თასის“ გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ფინალში მონტენეგროს ნაკრებს ანგარიშით 84:79 სძლიეს. პირველი ტაიმი ქართველმა სპორტსმენებმა 45:39 მოიგეს. მეორე ნახევარშიც საქართველოს ნაკრებმა სხვაობა შეინარჩუნა და 84:79 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები