ქეთევან დუმბაძე: მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება
მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება, – ამის შესახებ მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა, ქეთევან დუმბაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მწერალთა სახლში ყველა პროექტი კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
„რა თქმა უნდა, მადლობა შემოქმედებით ჯგუფს და ნატაშა ლომოურსაც ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა 12 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება. პირიქით, ყველა ის პროექტი უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და მეტი არაფერი, არავითარი პოლიტიკა“, – აღნიშნა დუმბაძემ.
ცნობისთვის, ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.
2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.