ვახტანგ გომელაური: სულ 6 ვერტმფრენი გვყავს – 3 ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ, არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია
“ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს, 3 ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ და წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი. შემდეგ წელს დასრულდება შემოყვანა. ვერტმფრენი ხომ მანქანა არ არის, გახვიდე და ბაზრობაზე იყიდო, რიგებია და ამაზე თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით”, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რაჭაში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ვერტმფრენები სრულად გამართულია.
„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები. სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა. შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ისინი ახლებია. იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არცერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის [ვერტმფრენი]. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, ახალი ვერტმფრენია. უბრალოდ, ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდდით ისევ? ვიყიდეთ ახლები“, – განაცხადა გომელაურმა.